ადამიანები, რომლებსაც ბევრი მეგობარი ჰყავთ Facebook-ზე სტრესს უფრო ხშირად განიცდიან რეალურ ცხოვრებაში. გამოკვლევა ამის შესახებ ედინბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა. ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, რომ ზეწოლა Facebook-ზე უფრო მეტია, ვიდრე სიამოვნება, რომელსაც მეგობრებთან საუბრით იღებს მომხმარებელი. Kate Charles არის მეცნიერი, რომელიც უძღვება ამ გამოკვლევებს. მან გარკვეული რიგი პარადოქსები წამოაყენა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ადამიანი ნაკლებ სარგებელს ღებულობს სოციალური ქსელიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვისას მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ ამ სოციალურ ქსელში ყველაზე კარგი ისაა, რომ მუდმივად ჩართული ხარ. ბევრმა დაამატა ისიც, რომ ისინი ვერ აუქმებენ თავიანთ ანგარიშებს რადგან მათ ეშინიათ, რომ რაიმე მოვლენა არ გამორჩეთ. ბევრს ასევე მეგობრების წაშლის შიშიც აწუხებს. გამოკითხული ადამიანების 40%-მა აღნიშნა, რომ ისინი რეალობას თანდათან შორდებიან და უჭირთ ადამიანთან მეგობრობა.
|