ყველასათვის ცნობილი ესპანური ცივი სუფი, რომელიც უკვე დიდი ხანია პოპულარულია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ცხელ ამინდებში. პომიდორზე გავაკეთოთ ჯვრისებური ჩაჭრა და 1-2 წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში. ამის შემდეგ მოვაცალოთ პომიდორს კანი. დავაბლენდეროთ გასუფთავებული პომიდორი, 1 ცალი წითელი წიწაკა და 1 თავი ხახვი. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე. ნიორი დავჭყლიტოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და დარბილებული პურის გული. დავამატოთ 1 ჩ/კ წყალი, ყველაფერი კარგად ავურიოთ. ეს ყვეაფერი დავამატოთ დაბლენდერებულ მასაში. თუ სუფი გამოვა სქელი, შეიძლება დავამატოთ წყალი ან პომიდორის წვენი. შევინახოთ სუფი მაცივარში 1-2 საათით. სუფი უნდა კარგად გაცივდეს. თეთრი პური დავჭრათ პატარა კუბიკებად და გავაშროთ ტაფაზე. ბულგარული წიწაკა და კიტრი ასევე დავჭრათ პატარა კუბიკებად. მირთმევის წინ ჩავყაროთ დაჭრილი კიტრი პური და წიწაკა სუფში.